დღეს, 2 აგვისტოს, საქართველოს საკალათბურთო ნაკრები თბილისში, სპორტის სასახლეში, ვეროპის ჩემპიონატის შესარჩევ A დივიზიონის მატჩში, პოლონეთის ნაკრებს უმასპინძლებს. მატჩი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.
გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების ცენტრი, ზაზა ფაჩულია, რომელსაც მუხლის ტრავმა აწუხებდა, პოლონეთის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს.
პოლონელები უკვე თბილისში იმყოფებიან. ექსპერტები სტუმართა რიგებში NBA-ის წევრის, "ორლანდო მეჯიქის" ცენტრს, მარცინ გორტატს გამოარჩევენ. ზაზა ფაჩულიას სწორედ მის წინააღმდეგ მოუწევს თამაში.
როგორც ცნობილია, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩების ბილეთების გაყიდვა 30 ივლისდან დაიწყო. გულშემატკივრებს საშუალება აქვთ ერთბაშად შეიძინონ ოთხივე თბილისური მატჩის ბილეთი (2 აგვისტო: საქართველო - პოლონეთი, 11 აგვისტო: საქართველო - პორტუგალია, 20 აგვისტო: საქართველო - ბელგია, 29 აგვისტო: საქართველო - ბულგარეთი)
ბილეთის ფასია 5, 10 და 15 ლარი:
5-ლარიანი ბილეთები: მე-2 იარუსი (მე-4, მე-8, მე-12, მე-16 სექტორები)
10-ლარიანი ბილეთები: მე-2 იარუსი (1, 2, 3, 5, 6, 7, 9, 10, 11, 13, 14, 15 სექტორები)
15-ლარიანი ბილეთები: პირველი იარუსი (5, 6, 7, 13, 15 სექტორები)
გაყალბების თავიდან ასაცილებლად ყველა ბილეთს დატანებული ექნება სპეციალური დამცავი ჰოლოგრამა, რომელსაც სპორტის სასახლის შესასვლელში სპეციალური დაცვა გააკონტროლებს.