საქართველოში H1 N1 ვირუსის კიდევ ორი ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ალექსანდრე კვიტაშვილმა განაუცხადა. მისი განმარტებით, ქვეყანაში ამ დროისთვის 38 ადამიანია დაინფიცირებული.
"ვერ ვიტყვი რომ არაფერი ხდება, საკმაოდ საშიში ვირუსია, მაგრამ პანიკის საფუძველი არ არსებობს", - განაცხადა კვიტაშვილმა.
ინფიცირებულები მკურნალობას სახლის პირობებში გადიან.