პაკისტანში წყალდიდობის შედეგად დაღუპულების რაოდენობამ 900-ს გადააჭარბა. ასზე მეტი ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. წყალდიდობის შედეგად დაზარალებული ადამიანების რაოდენობამ კი მილიონს მიაღწია. ამის შესახებ "ბი-ბი-სი" იუწყება.
უახლოეს დღეებში, პაკისტანში შესაძლოა მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდეს, რადგან მეტეოროლოგები ორშაბათიდან კვლავ მუსონურ წვიმებს პროგნოზირებენ.
როგორც ცნობილია, ქვეყანაში წყალდიდობები მუსონურმა წვიმებმა გამოიწვია. სამდღიანი, გადაუღებელი წვიმის შედეგად, ყველაზე მეტად პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონები დაზარალდნენ. მოვარდნილმა წყლებმა სხვადსხვა სამთავრობო შენობები, სახლები, სკოლები და ათსობით ჰექტარი ნათესებიც გაანადგურეს.