ბორჯომის ხეობაში ხანძარის ლიკვიდირება ამ დრომდე ვერ ხერხდება. ცოტა ხნის წინ, ამოვარდნილმა ქარმა ხეობაში ცეცხლის რამდენიმე ახალი კერა წარმოშვა.
ხანძრის ლიკვიდაციის პროცესს სამცხე-ჯავახეთის მეხანძრეებთან ერთად, შიდა ქართლის შესაბამისი სტრუქტურების თანამშრომლებიც შეუერთდნენ. მეხანძრეებს ადგილობრივი მოსახლეობა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებიც ეხმარებიან.
წინასწარი მონაცემებით, დამწვარია 12 ჰექტარი ფართობი. იწვის იშვიათი ჯიშის ხეებიც.
ხანძრის ჩაქრობაში ჩართულია ვეტმფრენები და სახანძრო მანქანები. სულ კერების ლოკალიზებაში 150-ზე მეტი მეხანძრე და ადგილობრივი მოსახლეობაა ჩართული.
ცნობისათვის, ხანძარი ბორჯომის ხეობაში 31 ივლისს გაჩნდა.