ე. წ. ღორის გრიპთან საბრძოლველად ჯანდაცვის სამინისტროს ფხვნილის სახით 105 ათასი, აბის სახით 6 ათასი "ტამი ფლუ" და 56 ათასი "რელინზა" აქვს. როგორც ჯანდაცვვის მინისტრმა ალექსანდრე კვიტაშვილმა მთავრობის კანცელარიაში მიმდინარე სამთავრობო კომისიის სხდომაზე განაცხადა, "რელინზა" ორსული ქალებისთვის გამოიყენება.
მინისტრის განმარტებით, მედიკამენტების გარდა ბავშვებისთვის ქვეყანაში უკვე შემოტანილია 20 სასუნთქი აპარატი.
"ქვეყანას მედიკამენტების მარაგი აქვს. ვერ ვიტყვი, რომ არაფერი ხდება. საკმაოდ საშიში ვირუსია, მაგრამ პანიკის საფუძველი არ არსებობს", - განაცხადა კვიტაშვილმა.
აღნიშნულ საკითხზე კომენტარი გააკეთა ნიკა გილაურმაც და ჯანდაცვის მინისტრს ორი დავალება მისცა - ე. წ. ღორის გრიპთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირება ინტენსიურად მოახდინოს და წამლის მარაგი შექმნას".