დღეს, 31 ივლისს, 15:00 საათზე დელისის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე
კონსერვატიული პარტიის დედაქალაქის საქმეთა მდივნი ლაშა ჩხარტიშვილი და
"გარემოვაჭრეთა პროფესიული ლიგის" დამფუძნებლები გამართავენ ერთობლივ
საგანგებო ბრიფინგს.
ბრიფინგი მიეძღვნება გიგი უგულავას მიერ გაჟღერებულ ინიციატივას გარევაჭრობის რეგულირების ახალი წესების შემუშავების შესახებ, რომლის ამოქმედებაც ათასობით გარევაჭრობით დაკავებული სოციალურად დაუცველი პირის ერთადერთი საარსებო წყაროს გარეშე დარჩენის ტოლფასია.