ე.წ. ღორის გრიპთან დაკავშირებით საზღვრების ჩაკეტვას არანაირი აზრი არ აქვს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ ფრუიძემ ჯანდაცვის საკითხებზე სამთავრობო კომისიის სხდომის დაწყების წინ განუცხადა, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს.
"საზღვრების ჩაკეტვა და უცხოეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის შეზღუდვას არანაირი აზრი არ აქვს, რადგან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციამაც აჩვენა, რომ XXI საუკუნეში კონტაქტების შეზღუდვა შეუძლებელია", - განაცხადა ფრუიძემ.
მისივე განმარტებით, H1N1 ვირუსთან დაკავშირებით საქართველოში ამ დროისთვის სტაბილური მდგომარეობაა და განგაშის საფუძველი არ არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ შემოდგომის ბოლო - 3 თვის დასაწყისში შემთხევვათა მატებაა მოსალოდენელი.