ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა გაზის გადამზიდი მანქანების ტექნიკურ შემოწმება დაიწყო. შემოწმებამ უნდა გამოავლინოს რამდენად უსაფრთხოა მაღალ ტემპერატურის პირობებში თხევადი აირის გადამზიდი ავტოცისტერნების ქუჩებში მოძრაობა.
სპეციალისტთა განცხადებით, მსგავსი ცისტერნების უმრავლესობა კუსტარული წესითაა დამზადებული, რის გამოც მაღალ ტემპერატურაზე მისი აფეთქების საფრთხე იზრდება.
ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახური მეწარმეებს მოუწოდებს ლიცენზიის მოსაპოვებლად ტექნიკური შემოწმება გაიარონ, მოსახლეობას კი აფრთხილებს საცხოვრებელ სახლებთან ახლოს გადამტანი ცისტერნებიდან აირის შევსებისგან თავი შეიკავონ.
სამსახური შემოწმების პირველ ეტაპზე მხოლოდ მეწარმეების გაფრთხილებით შემოიფარგლება, ურჩ მეწარმეებს კი მკაცრი სანქციები ემუქრებათ.