თურქი ინვესტორები აჭარაში სამშენებლო ბიზნესით დაინტერესდნენ. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციიდან აცნობეს, ასოციაციის ოფისში შედგა შეხვედრა თურქ ბიზნესმენებთან, რომლებიც ბათუმში სამშენებლო საქმიანობით არიან დაინტერესებულნი.
"ინვესტორები გაეცნენ აჭარში სამშენებლო ბიზნესის განვითარების ტენდენციებს, საგადასახადო კანონმდებლობასა და საინვესტიციო გარემოს. დელეგაციის ხელმძღვანელის მეჰმეთ არდანუჩის განცხადებით, აჭარაში არსებულმა საინვესტიციო გარემომ შთამბეჭდავი ზეგავლენა მოახდინა მათზე. ბიზნესმენები უკვე აწარმოებენ კონკრეტულ მოლაპარაკებას და უახლოეს მომავალში დაიწყებენ ინვესტირებას კონკრეტული პროექტის განსახორციელებლად"- განუცხადეს სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" საერთაშორისო ინვესტორტა ასოციაციაში.
ასოციაციაში განმარტავენ, რომ თურქი ინვესტორები აჭარის მთავრობასთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებენ და ბათუმის ცენტრალურ ნაწილში მიწის ფართის შეძენასაც გეგმავენ, სადაც 2 საცხოვრებელი კორპუსის ასენებას გეგმავენ. წინასწარი გათვლებით ინვესტორები 7 მლნ დოლარის ინვესტირებას აპირებენ. პროექტი კლიენტებისათვის "ბინების გასაღებით" ჩაბარებას ითვალისწინებს.