Coca-Cola სწრაფად მზარდ იაპონიის ბაზარზე მსუბუქალკოჰოლური გაზირებული სასმელით გასვლას აპირებს.
ამერიკული კომპანია Coca-Cola, რომელიც უალკოჰოლო სასმელების უმსხვილესი მსოფლიო მწარმოებელია, პირველად თავისი 125 წლიანი ისტორიის მანძილზე ალკოჰოლური სასმელების წარმოებას დაიწყებს.
ის პირველად იაპონიის სწრაფად მზარდ ბაზარზე აპირებს გასვლას - წერს გაზეთი "Financial Times"-ი.
ალკოჰოლის შემცველობა სასმელში ჩვეულებრივ შეადგენს 3-დან 8 პროცენტს, რაც ფაქტიურად ლუდის ალტერნატივაა.
ამ ნაბიჯს კომპანიაში უნიკალურს უწოდებენ. თუ გავითვალისწინებთ რამდენად დიდია იაპონიის ბაზარი, ალკოჰოლური Coca-Cola-ს წარმოებას ნამდვილად აქვს აზრი.
რამდენიმე თვის წინ ლაპარაკობდნენ, რომ Coca-Cola მალე დაიწყებდა დაბალალკოჰოლური სასმელების გამოშვებას, თუმცა ინვესტორებთან შეხვედრის ფარგლებში, რომელიც გასულ წელს შედგა, Coca-Cola-ს მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯეიმს ქუინსმა არ გამორიცხა ასეთი ნაბიჯის გადადგმის შესაძლებლობა. თუმცა არც დაუდასტურებია.
ფაქტი, რომ კომპანიამ ნამდვილად გადაწყვიტა ამ ექსპერიმენტის ჩატარება, Coca-Cola-ს ოფიციალურ საიტზე იაპონიის სამმართველოს პრეზიდენტთან ჩამორთმეული ინტერვიუდან გახდა ცნობილი.