საქართველოში "H1N1" ვირუსის სამკურნალო პრეპარატების "ტამიფლუს~ და `რელენზას~ საკმარისი მარაგი არსებობს. ამის შესახებ განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა სანდრო კვიტაშვილმა ანტიკრიზისული საბჭოს სხდომაზე გააკეთა.
ანტიკრიზისული საბჭოს სხდომა სწორედ აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით იმართება.
მინისტრის განმარტებით, სამინისტროს აღნიშნული პრეპარატები ჯერ ქსელში გაშვებული არ აქვს და ქსელში ამ დროისთვის პრეპარატები არსებობს მხოლოდ კომერციულად შეტანილი სახით, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო საკუთარ მარაგში არ თვლის.
ამასთან მინისტრი აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ `ეს პრეპარატები არ არის პრევენციისთვის განკუთვნილი, ეს სამკურნალო პრეპარატებია.~
კვიტაშვილის განცხადებით, სამინისტრო ცდილობს მაქსიმალურად მიაწოდოს ინფორმაცია მოსახელობას რა უნდა გააკეთონ გრიპის სიმტომების შემთხვევაში
აღსანიშნავია, რომ ივლისიდან მოყოლებული საქართველოში ვირუსის 36 შემთხვევაა დაფიქსირებული და მინისტრის თქმით, ყველა ინფიცირებული თავს კარგად გრძონობს.