სამშენებლო კომპანია "აქსისის" გენერალური დირექტორი და მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელი გიორგი კაპანაძე სამშენებლო სექტორის გამოცოხლებას შემოდგომიდან ელის.
როგოც გიორგი კაპანაძე განმარტავს, სამშენებლო სექტორის გამოცოცხლება ნაწილობრივ უკვე სახეზეა, რაც თბილისის მერიის მიერ განხორციელებულმა პროეტქმა "ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე" გამოიწვია, ხოლო შემოდგომიდან დაიწყება ამ პროექტის მეორე ეტაპი, რაც სამშენებლო სექტორს ფაქტობრივად მთლიანად გამოიყვანს კრიზისიდან.
მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელის განმარტებით, სამშენებლო სექტორის კრიზისიდან გამოყვანას ხელს უწყობს ასევე ბანკების მიერ დაკრედიტების განახლება.
"კარგია რომ საბანკო სექტორმა დაიწყო იპოთეკური სესხების გაცემა და დღეს ასე სესხებს შედარებით გამარტივებული პირობებით გასცემს. დაიწია ასევე საპროცენტო განაკვეთმაც და ამ დროისათვის იპოთეკური სესხის აღება 13 პროცენტადაც არის შესაძლებლელი", - განაცხადა გიორგი კაპანაძემ.