დღეს, 30 ივლისს, ბათუმში პოპულარული ღამის კლუბის "ბამბა რუმის" ფილიალი გაიხსნება. ღამის კლუბს მაია დარსმელიძის ბენდი გახსნის.
როგორც სააგენტო "ჯი--ეიჩ-ენს" "ბამბა რუმის" მენეჯმენტიდან აცნობეს, 30 ივლისს კლუბის გახსნაზე შესვლა მოსაწვევებით იქნება. უკვე გაწერილია 31 ივლისისა და 1-ელი აგვისტოს პროგრამაც და "ბამბა რუმის" მენეჯმენტის ცნობით ამ დღეებში კლუბში ცნობილი ქართველი დიჯეები დაუკრავენ.
კომპანიაში განმარტავენ, რომ კლუბს სტაბილური კლიენტურა ჰყავს, თუმცა მიმდინარე სეზონზე ადგილობრივი მომხმარებელი უფრო გააქტიურებულია. მათი განცხადებით, ტურისტული სეზონის ძალაში შესვლასთან ერთად უცხოელი მომხმარებლის რიცხვიც გაიზრდება.
"ბამბა რუმში" ერთი მომხმარებლის მომსახურეობა საშუალოდ 25-დან 50 ლარამდე ჯდება.