დღეს, 30 ივლისს, მოსკოვში მსოფლიოს სამბოს ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართება. სხდომა 7-11 ოქტომბერს ჭაბუკ და ახალგაზრდა სამბისტთა მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნის განსაზღვრის მიზნით ფედერაციის წარმომადგენებისგან ინფორმაციებს მოისმენს.
მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძელობის ერთ ერთი კადიდატი თბილისიცაა.
მსოფლიოს ჩემპიონატისთვისდ თბილისის მზადყოფნის შესახებ აღმასრულებელ კომიტეტს ინფორმაციას სამბოს ფედერაციის საერთაშორისო ღონისძიებათა განყოფილების წარმომადგენელი ანდრეი ბირიუკოვი წარუდგენს.
ანდრეი ბირიუკოვი თბილისს ორიოდე დღის წინ სტუმრობდა და უშუალოდ დაათვალიერა სპორტის სასახლე სადაც, ფედერაციის დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება.