დღეს, 30 ივლისს, 12:00 საათზე, კომპანია "აქსისის" სათავო ოფისში მშენებლობების ახალი გრაფიკის პრეზენტაცია მოეწყობა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" კომპანიიდან აცნობეს, აქსისის ხელმძღვანელები საზოგადოებას და მენაშენეებს დაწყებული მშენებლობების დასრულების ახალ გრაფიკსა და სამომავლო გეგმებს გააცნობენ.