შავმა ზღვამ ზღვის ღორი გამორიყა - გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, არჩილ გუჩმანიძის განმარტებით, მომხდარი ტოქსიკო-პათოლოგიური ფაქტორითაა განპირობებული.
როგორც გუჩმანიძემ "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, წელს ეს ზღვის ძუძუმწოვრის გამორიყვის მე-7 შემთხვევაა. თუმცა სტატისტიკა საგანგაშო არაა.
"ჩვენ ყველა შემთხვევას აღვრიცხავთ და მიზეზებს ვადგენთ. 28 თებერვალს ბათუმის სიახლოვეს ნაპოვნი თეთრგვერდა დელფინი ნავიგაციური ტრავმით იყო დაღუპული. დღეს გამორიყული ზღვის ღორი კი ტოქსიკო-პათოლოგიური მიზეზის ფონზე დაიღუპა", - განაცხადა არჩილ გუჩმანიძემ.
ზღვის ღორი: