ეკონომიკისა და მდგრადი განვთარების მინისტრი ვერა ქობალია კანადურ პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას თითქოს ის არ მუშაობდა კანადურ ტელევიზია გლობალ ტვ-ში რუსეთის მიერ შეკვეთილ დეზინფორმაციას უწოდებს.
"კარგად მესმის, რომ დღეს რუსეთს არ სურს საქართველო გაძლიერდეს, გახდეს ძლიერი ქვეყანა და მისი ეკონომიკა განვითარდეს. თუ ჰქონიათ რომ ასეთი დეზინფორმაციის გავრცელებით ხელს შემიშლიან ძალიან ცდებიან. მე Global TV -ში ვმუშაობდი", _ აცხადებს ქობალია.
ცნობისთვის, კანადური გაზეთი ამტკიცებს, რომ ვერა ქობალიამ საკუთარი ბიოგრაფია გააყალბა. გაზეთის ინფორმაციით, ვერა ქობალია კანადური ტელეკომპანია Global TV -ის პროდიუსერი არასდროს ყოფილა. ჟურნალისტი ქართველი მინისტრის შესახებ თხრობას იმ ფოტოს განხილვით იწყებს, სადაც ახალგაზრდა ვერა ქობალია მეგობრებთან ერთად ერთ-ერთ ღამის კლუბშია გადაღებული.
" Global TV ~-ის ნიუსრუმში მისი სახელი არასდროს სმენიათ. პეტრა მეჰნერმა, ტელეკომპანიის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტიდან, კი განაცხადა, რომ ვერა ქობალიას შესახებ მათ დეპარტამენტში ჩანაწერი არ არსებობს~, - ნათქვამია სტატიაში. აქვე აღნიშნულია, რომ BჩIთ - მა კანადურ გაზეთს არც დაუდასტურა და არც უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, იყო თუ არა ვერა ქობალია მათი სტუდენტი.
~ინსტიტუტში განგვიცხადეს, რომ ასეთ ინფორმაციას იქ სტუდენტთა პირადი ცხოვრების დაცვის გამო არ გასცემენ~, - ნათქვამია სტატიაში.