თბილისის #82-ე საჯარო სკოლის ოთხი პედაგოგი სასამართლოსგან მათი სკოლიდან განთავისუფლების აქტის გაბათილებას მოითხოვს. აღნიშნულთან დაკავშირებით პედაგოგებმა დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციული სარჩელი შეიტანეს.
პედაგოგების მტკიცებით, მათი სკოლიდან განთავისუფლება მხოლოდ იმიტომ მოხდა, რომ შტატების შემცირებას ხელი არ მოაწერეს.
აღნიშულ პედაგოგებს სამართლებრივ დახმარებას "ხალხის პარტია" გაუწევს.
როგორც ალეკო შალამბერიძემ დღეს საქალაქო სასამართლოსთან განაცხადა, სასამართლო პროცესის მოგების დიდი შანსი არსებობს, ამიტომ "ხალხის პარტია" სხვა განთავისუფლებულ პედაგოგებსაც მოუწოდებს საკუთარი უფლების დასაცავად სასამართლოს მიმართონ
ადვოკატ როინ ხიჯაკაძის განმატებით, კი პედაგოგების გათავისუფლების
უკანონოა განთავისუფლებაზე ისიც მიუთითებს, რომ გათავისუფლების შესახებ აქტში კონკრეტული მიზეზები მითითებული არ არის.