დღეს, უკრაინის ქალაქ ლვოვში, საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიაკაციო რაუნდის 1-ელ მატჩში, ადგილობრივ "კარპატს" დაუპირისპირდება.
”კარპატი” - ”ზესტაფონის” შეხვედრა ადგილობრივი დროით 19:15, ხოლო თბილისის დროით 20:15 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა უკრაინული ტელეარხი "ფუტბოლის" ეთერში იქნება შესაძლებელი.
მატჩამდე, "ზესტაფონის" მთავრმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ ჟურნალისტებთან საუბრაში კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ "კარპატი" შემტევი გუნდია.
"კარპატის" თამაში არაერთხელ მინახავს როგორც წლეულს, ასევე წინა წლებშიც. გუნდი აშკარად პროგრესირებს, ლვოველებს უყვართ და გამოსდით შემტევი ფეხბურთი", - აღნიშნა გეგუჩაძემ.
მისივე თქმით, ზესტაფონისთვის ლვოვში ის შედეგი იქნება მისაღები, რომელიც შემდეგ ეტაპზე გასვლაში დაეხმარებათ.
მასალის გამოყენების პირობები