დღეს, 29 ივლისს, 17:00 საათზე, ბათუმში, ლ. კაჩინსკის ქუჩაზე, ღია ცის ქვეშ ტარდება ფოტოგამოფენა "ვინ არის შემდეგი?" რომელზეც წარმოდგენილიაო აფხაზეთში, ჩეჩნეთში, ცხინვალის რეგიონსა და ბესლანში რუსეთის ე.წ. "მშვიდობის იძულებით დამყარების" ოპერაციების ამსახველი ფოტოქრონიკა.
მხატვარ გიორგი გუგუშვილის მიერ მომზადებული საგამოფენო პროექტი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.
ფოტოგამოფენამ ივლისის თვეში უკვე სხვადასხვა რეგიონები მოიარა და 8 აგვისტოს გორში დაიხურება.
ფოტოები გადაღებულია სხვადასხვა დროს: 1. აფხაზეთში - საქართველო - 1991 / 1993; 2. გროზნოში - რუსეთი - 1994 / 96 და 1999 / 2005; 3. ბესლანში - რუსეთი - 2004 წლის 1/ 2 სექტემბერს; 4. ცხინვალის რეგიონში - საქართველო - 2008 წლის აგვისტო.