საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავდაცვის მინისტრის ბაჩო ახალაიას და სამინისტროს მუშაობა დადებითად შეაფასა.
"თავდაცვის სამინისტროს ჰყავს ხელმძღვანელობა, მინისტრიდან და გენშტაბის უფროსიდან დაწყებული, რომელიც საკუთარი თავის პოპულარიზაციით არ არიან დაკავებულები, საქმეს ჩუმად აკეთებენ. მე გთხოვთ ასე გააგრძელოთ", - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისივე შეფასებით, შეიარაღებული ძალების მომზადებით იგი უკმაყოფილო იყო, მაგრამ ახალი ხელმძღვანელობის მოსვლის შემდეგ მათი მომზადების დონე შეიცვალა.
"ფიზიკური მომზადება არ იყო საკმარისი. ჩვენ ყველამ ვნახეთ ეს და შევცვალეთ, რადგანაც ფიზიკურ მომზადებას სამხედრო მომზადებაც ეფუძნება.
ასე ინტენსიურად არასდროს არ მიმდინარეობდა საბრძოლო მომზადები, მაგრამ ჩვენ ახლა აღარ ვართ დაკავებული თეატრალიზირებული სწავლებით, რათა ტელევიზორში კარგად გამოჩნდეს", - აღნიშნა სააკაშვილმა.