საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავდაცვის სამინისტროს დაფინანსების გაზრდას დაჰპირდა.
"თქვენ იცით, რომ სამხედრო ბიუჯეტი ეკონომიკურ კრიზისის გამო შევამცირეთ, მაგრამ ვეცდებით, რომ ეს პროცენტი ისევ უკან დაგიბრუნოთ. ქვეყანას დაცვის გარეშე ვერ დავტოვებთ, მაგრამ ახლა მთავარი ფული ჩაიდება სწავლაში, მომზადებაში, ინდივიდუალური პროფესიონალიზმის ამაღლებაში", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე.
მისივე თქმით, გასულ წლებში ფინანსების დიდ ნაწილი იარაღის შეძენაში იხარჯებოდა, ახლა კი ჯარის განათლებასა და მომზადებაზე დაიხარჯება.
ამასთან, პრეზიდენტის შეფასებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საავიაციო ქარხანა თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე გადავიდოდა.
"ჩვენ უნდა დავიწყოთ ჩვენი მცირე ტექნოლოგიების შექმნა, რომ მუდმივად სხვას არ ვუყურებდეთ ხელებში", - აღნიშნა სააკაშვილმა.