ამერიკის კინოაკადემიის წევრები, პრესტიჟული კინოპრემია „ოსკარის“ გამარჯვებულისთვის, ხმის მიცემას დღეს დაიწყებენ.
ჯილდოს გადაცემის ცერემონია 4 მარტს ლოს-ანჯელესში გაიმართება.
კვირის განმავლობაში აკადემიის წევრებს შეუძლიათ ხმა მისცენ, როგორც ინტერნეტით, ასევე ქაღალდის ბიულეტენების შევსებით. აღსანიშნავია, რომ „ქაღალდით“ ხმის მიცემა წელს ბოლოჯერ გაიმართება, რადგან მომავალი წლიდან კინოაკადემია მთლიანად გადადის ხმის მიცემის ონლაინ ფორმატზე. ხმის მიცემა 27 თებერვლის ჩათვლითაა შესაძლებელი.
მთავარ ჯილდოზე კატეგორიაში „საუკეთესო ფილმი“ ამ წელს წარდგენილია ცხრა სურათი.
ცნობისთვის, ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოს „ოსკარის“ 90-ე საიუბილეო ცერემონიალი 4 მარტს ლოს-ანჯელესში, კინოთეატრ Dolby Theatre“-ში გაიმართება. მისი წამყვანი, უკვე მეორეჯერ, ზედიზედ იქნება ამერიკელი კომიკოსი ჯიმი კიმელი.