რუსულმა ენამ უკრაინაში სამართალწარმოებაში ოფიციალური ენის სტატუსი მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას "ეხო მოსკვი" ავრცელებს.
შესაბამისი კანონი უკრაინის პარლამენტმა 7 ივლისს მიიღო, ხოლო ქვეყნის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა ხელი უკვე მოაწერა.
კანონის თანახმად, ახლა სასამართლოში უნდა "უზრუნველყონ თანაბარი უფლებების მოქალაქეთა სასამართლო პროცესის ენობრივი ნიშნით, კერძოდ კი მათ უნდა უზრუნველყონ რუსული ენის მოქალაქეებისთვის გამოყენების უფლება.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში მცხოვრები მოსახლეობიდან მარტო რვა მილიონი მოქალაქე თავს ეთნიკურ რუსად თვლის, ხოლო 15 მილიონი რუსულ ენას მშობლიურ ენად. 2005 წელს 1 სექტემბრიდან კი სასამართლო პროცესები უკრაინაში მხოლოდ უკრაინულ ენაზე ტარდებოდა.