ხვალ, 29 ივლისს, 14 საათზე სპორტის აკა დემიის საორგანიზაციო კომიტეტი, სპორტის სამინისტროსთან, სპორტის აკადემიის გასხვისებასთან დაკავშირებით, ბრიფინგს გამართავს, ხოლო 30 ივლისს 16:00 სთ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების წამინისტროს წინ აქციასაც გამართავენ.
სპორტის აკადემიის საორგანიზაციო კომიტეტი სპორტის აკადემის გასხვისებას აპროტესტებს. აკადემიის საორგანიზაციო კომიტეტმა სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ეკონომიკისა და მდგრადი განვიტარების მინისტრს ჩოლოყაშვილის ქუჩაზე არსებული ფართის საპრივატიზაციო ნუსხიდან ამორებას, ხოლო პოტენციურ მყიდველს კი ობიექტის შეძენისგან ტავის შეჯავებისკენ მოუწოდებენ.
"ახლადდანიშნულმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერონიკა ქობალიამ არც მეტი არც ნაკლები სპორტის აკადემიის ტერიტორია 14 მლნ ლარად შეაფასა და 30 ივლისს 17:00 საათზე სავაჭროდ ეპატიჟება აუქციონში მონაწილეობის მსურველებს. სადავო ობიექტის გაყიდვა, რომელიც დღემდე სასამართლო დავის საგანს წარმოადგენს, ვერ ჩაივლის ისე მარტივად როგორც თავად ქალბატონ მინისტრს ჰგონია. ალბათ არც შესაძლო ინვესტორისთვის უნდა იყოს ეს მიმზიდველი, რადგანაც არაკეთილსინდისიერი მყიდველის სტატუსი ვერ გახდება მყარი გარანტი იმ ადამიანებისთვის, თუ კომპანიებისთვის ვინც დაფიქრდება ამ ობიექტის შეძენაზე. ყოველ შემთხვევაში ჩვენ ვურჩევთ შესაძლო პოტენციურ მყიდველს, რომ თავი შეიკავოს აღნიშნული ტერიტორიის (ყოფილი ი.ჭავჭვაძის გამზირი 49-49ა, ახლანდელი ჩოლოყაშვილის ქუჩაზე არსებულიუ 40.000-ზე მეტი კვ.მ ტერიტორია და შენობა ნაგებობები) შეძენისაგან და ვეცდებით, რომ მაქსიმალურად გავხადოთ ინფორმირებული ყველა, მათ შორის უცხოელებიც"- ნათქვამია სპორტის აკადემიის საორგანიზაციო კომიტეტის საგანგებო განცხადებაში.
აკადემიის წევრები სპორტულ საზოგადოებას; სპორტული ფედერაციების წარმომადგენლებს; სპორტის აკადემიის თანამშრომლებს, სპორტის ექსპერტებს; საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტს; ახლადშექმნილ სპორტის სამინისტროს, რომელთა მოვალეობის, ღირსების და დარგის პროფესიული განვითარების საკითხს წარმოადგენს აღნიშნულთან დაკავშირებით სწორი გადაწყვეტილება და პოზიციის დაფიქსირება.
"მივმართავთ პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, განურჩევლად პოლიტიკური იდეოლოგიისა თუ პოზიციისა. ქართული სპორტი არის ჩვენი ყველას კუთვნილება. არ დავუშვათ სპორტის აკადემიის გაყიდვა"- ნათქვამია განცხადებაში.