უახლოეს დღეებში ფინანსთა მინისტრი ბიზნესის წარმომადგენლებს უნდა შეხვდეს, ასეთი დავალება კახა ბაინდურაშვილმა პრემიერ-მინისტრისგან მიიღო.
როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას კახა ბაინდურაშვილმა განაცხადა, შავი ზღვის განვითარების ბანკი მზადაა ქართველი ბიზნესმენებისათვის დაბალპროცენტიანი სესხები გამოყოს.
ბაინდურაშვილის განმარტებით, ბანკი თითოეულ კომპანიაზე 2 მლნ-დან 15 მლნ დოლარამდე სესხს გაცემას გეგმავს, თუმცა ქართული კომპანიებისგან სათანადო აქტიობა არ ფისქირდბა. ფინანსთა მინისტრი აცხადებს, რომ დღემდე შავი ზღვის განვითარების ბანკს ქართული კომპანიებისათვის 50 მლნ დოლარამდე დაბალპროცენტიანი სესხი აქვს გაცემული, თუმცა ბანკი მაზდაა დაკრედიტება გაზარდოს და ქართველ ბიზნესმენებს გაცილებით მეტი სესხი მიაწოდოს.
ბაინდურაშვილის განცხადებით არსებობს პრეცენდენტი, როდესაც შავი ზღვის განვითარების ბანკმა სესხი 8 პროცენტიანი განავეთითაც გასცა, თუმცა ფინანსთა მინისტრის განმარტებით თუ რა პროცენტად მიიღებენ ქართველი ბიზნესმენები სესხს ეს ბიზნესისა და ბანკის მოლაპარაკებებზე იქნება დამოკიდებული.
შეგახსეებთ, რომ 27 ივლისს გამართულ მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერმინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა, რომ შავი ზღვის განვითარების ბანკიდან საკმაოდ მნიშვნელოვანი თანხებია გამოყოფილი, მათ შორის საქართველოსთვის, რომლებსაც ქართული ბიზნესი ვერ ითვისებს ან არ ითვისებს.
"ეს არის ფინანსური ინსტრუმენტი, რომლის დამფუძნებელი საქართველოა, შესაბამისად, ქართულ კომპანიებს ამ საკმაოდ იაფიან სასესხო რესურსის მოზიდვაზე აპლიკაციაების გაკეთების სრული უფლება აქვთ.
აგრეთვე, არის სხვა ორგანიზაციები, რომლებიც ზრდიან პორტფელს საქართვლოსთან მიმართებაში. მაგალითაფ IFჩ-ი, რომელიც არის მსოფლიო ბანკის დაქვემდებრებული ორგანიზაცია და კონკრეტულად კერძო სექტორზე მუშაობს. მათ აქვთ ახალი პორტფელი, რომელიც უფრო გაზრდილია საქართველოსთან მიმართებაში. ქართულ ბიზნესს ეხლა თუ მიმართავს ამ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს უფრო მეტი იაფიანი სესხის მოზიდვის საშუალება აქვს.
ეს არის რესურსი, რომელც თავისუფლად შეიძლება საქართველოში შემოვიდეს, რომელიც, სამწუხაროდ ჯერჯერობით არ არის სათანადო დონეზე ათვისებული...
გვჭირდება უფრო მეტი პროექტი, რომლიც მიიმართება დაფინანსების წყაროებისკენ. OPIჩ-ს, IVჩ-ს, აზიის განვითარების ბანკს და შავი ზღვის განვითარების ბანკს - ოთხივე საფინანსო ინსტიტუტს საკმაოდ დიდი საშუალებები და საქართველოთვის საკმაოდ დიდი კაპიტალი აქვს გამოყოფილი. რომელიც ქართულ ბიზნესს შეუძლია უპრობლემოდ აითვისოს.
სამთავრობო დონეზე ყველაფერი გვაქვს გაკეთებული, ყველა ხელშეკრულებაზე არის ხელი მოწერილი, ყველა შეთანხმება არის მიღწეული. კერძო სექტორის აქტიურობის დროა. ნებისმიერი პროექტი შეიძლება დაფინანსდეს ამ საერთაშორისო (საფინანსო) ინსტიტუტების მიერ", _ განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.