2-5 აგვისტოს ბათუმი ახალ ბულვარში გაიმართება "აჭარის ხარისხის კვირეული", რომლის ორგანიზატორია "საქართველოს ხარისხის ფონდი", ხოლო თანაორგანიზატორები არიან აჭარის მთავრობა, ქ.ბათუმის მერია და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი.
კვირეული 2-დან 5 აგვისტოს ჩათვლით 17სთ-დან 23 სთ-მდე ჩატარდება. კვირეულზე წარმოდგენილი იქნებიან აჭარის სამომხმარებლო ბაზარზე ცნობილი სხვადასხვა წარმატებული კომპანიები, რომლებიც მომხმარებელს თუ ვიზიტორს კონკურენციის პირობებში შესთავაზებს თავის პროდუქციასა და მომსახურებას სხვადასხვა სახალხო დეგუსტაციებით, კონკურსებით, ვიქტორინებით, გათამაშებებით და სხვა.
კვირეულის ფარგლებში გაიმართება სხვადასხა ღონისძიებები, როგორიცაა: ოფიციალური გახსნის ცერემონიალი; ყავა ბათუმურად; რეკორდული ზომის აჭარული ხაჭაპურის გამოცხობა, საზეიმო და სახალხო დაგემოვნება; ბოდი-არტი და გრანდიოზული ნეპტუნის დღესასწაული; სოციალური პროექტი ბავშთა სახლის აღსაზრდელთათვის;
აჭარის ხარისხის კვირეულის საზეიმო დახურვა 5 აგვისტოს გაიმართება, სადაც კომპანიები ხარისხის ნიშნითა და საპატიო დიპლომებით დაჯილდოვდებიან