ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის განვითარებისა და სავაჭრო დეპარტამენტების წარმომადგენლები აჭარაში მეფუტკრეობის განვითარებით დაინტერესდნენ.
აშშ-ის დელეგაციამ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთადვ რეგიონის მეფუტკრეები მოინახულეს. მათ დაათვალიერეს მტირალას ეროვნული პარკის ბუფერული ზონის ტერიტორია. კერძოდ, სოფელ ჩაქვისთავში ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის ოფისის, პოლონეთის მთავრობის ხელშეწყობით სკების წარმოებისა და თაფლის გადამამუშავებელი საამქროები. რომლებიც ადგილობრივი ფერმერების - შოთა გორჯელაძის და რამაზ კონცელიძის ოჯახებშია მოწყობილი.
ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის განვითარებისა და სავაჭრო დეპარტამენტების წარმომადგენლებმა აჭარაში ვიზიტისას, ასევე მოინახულეს დაბა ჩაქვში, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWT) კავკასის ოფისის და აშშ კრიტიკული ეკოსისტემების თანამშრომლობის ფონდის (CEPF) ხელშეწყობით მეფუტკრეობის ბიზნესცენტრი "ბუნების ნობათი''.
მათი განცხადებით, აჭარას უნიკალური პირობები გააჩნია. მათი აზრით, რეგიონში წარმოებულ ბიოპროდუქციას რეალური შანსი აქვს, თავისი ადგილი დაიმკვიდროს საერთაშორისო ბაზარზე.