აგვისტოს პირველ ნახევარში აჭარაში ცნობილი ბრიტანელი კომპოზიტორისა და საესტრადო მომღერლის, კრის დე ბურგის ჩამოსვლა იგეგმება, ამის შესახებ სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" აჭარის ტურიზმის დეპარტამენტიდან აცნობეს. დეპარტამენტის ინფორმაციით, კონცერტი სავარაოდოდ 15 აგვისტოს გაიმართება.
ცნობისთვის, კრის დე ბურგი ირანის პრეზიდენტის მაჰმუდ აჰმადინეჯადის საყვარელი შემსრულებელია.
შეგახსენებთ, რომ კრის დე ბურგს 1986 წელს შესრულებულმა სიმღერამ "The Lady In Red" მსოფლიო აღიარება მოუტანა.