გორში, მდინარე მტკვარში 14 წლის სულხან ჯალაბაძის ცხედარი იპოვეს.
მოზარდის ცხედარ უკვე გადასვენებულია გორის პროზექტურაში.
14 წლის მოზარდი გორის რაიონის სოფელ ქორდაში ცხოვრობდა და გორში დეიდასთან სტუმრად იმყოფებოდა. იგი მეგობრებთან ერთად გუშინ საბანაოდ მდინარე მტკვარში ღრმად შევიდა, თუმცა სულხან ჯალაბაძემ წყლიდან გამოსვალ ვეღარ შეძლო და იგი დინებამ წაიღო.
წინასწარი ინფორმაციით ჯალაბაძემ ცურვა არ იცოდა.
მასალის გამოყენების პირობები