პაკისტანის დედაქალაქში ავიაკატასტროფას ასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
ავიაკომპანია "AIR BLUE"-ს თვითმფრინავი, რომელშიც 152 ადამიანი იმყოფებოდა ისლამაბადის გარეუბანში მთას შეეჯახა.
თვითმფრინავში მყოფი ადამიანების უმრავლესობა დაიღუპა. წინასწარი მონაცემებით ავიაკატასტროფა ცუდმა მეტეოროლოგიურმა პირობებმა გამოიწვია.
თვითმფრინავი თურქეთიდან ისლამაბადში მიფრინავდა. დაზუსტებული ინფორმაციით, მასში 146 მგზავრი და ექვს ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, თვითმფრინავმა კატასტროფა ისლამაბადში დაჯდომამდე განიცადა.
"იმედი გვაქვს, რომ არიან გადარჩენილები, თუმცა კატასტროფის ადგილამდე მისვლა საკმაოდ რთულია, რადგან თვითმფრინავმა მთებში მიუვალ ადგილს განიცადა კატასტროფა", - აცხადებენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
ამასთან, სამართალდამცავები კატასტროფასთან დაკავშირებით ტერაქტის შესაძლო ვერსიასაც განიხილავენ.
მასალის გამოყენების პირობები