ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ევროპულ საზღვრებში "სამხედრო შენგენის" მსგავსი შტაბის შექმნაზე შეთანხმდნენ. Dailysabah-ის ინფორმაციით, შტაბის უფლებამოსილებაში ევროპაში ძალების გადასროლა შევა.
თავდაპირველად ეს იდეა ევროპაში აშშ-ის ქვეითი არმიის ყოფილმა გენერალ-ლეიტენანტმა ბენ ჯოდჯესმა წამოაყენა. მისი თქმით, მოკავშირეების არმია და ტექნოლოგია ისევე სწრაფად უნდა გადაადგილდებოდეს, "როგორც მიგრანტები ევროპაში".
ხოჯესის იდეას მხარი რიგმა ქვეყანებმა დაუჭირა, მათ შორის ლიტვამ, ესტონეთმა და ნიდერლანდებმა.
ექსპერტები ამ საქმის განხორციელების სირთულეებზე მიუთითებენ, კერძოდ, ევროკავშირის ქვეყნების ქუჩები და ხიდები პოტენციურად არ არის განკუთვნილი მძიმე სამხედრო ტექნიკის გადაადგილებისთვის, გვირაბები არც ისე მაღალია, ხოლო ასაფრენი ბილიკები სამხედრო ავიაციას სრულყოფილად ვერ მოემსახურება.