დიეგო მარადონა არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გაანთავისუფლეს.
ინფორმაცია არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის თავმჯდომარეზე, ერნესტო ბიალოზე დაყრდნობით ვრცელდება.
მისი თქმით, ასოციაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომ მარადონას კონტრაქტს აღარ გაუგრძელებენ.
ამასთან, ბიალოს განცხადებით, არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა ხულიო გრონდანმა აღმასრულებელ კომიტეტის წევრებს მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში გამართულ მატჩების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
მან ასევე აღნიშნა, რომ მარადონას მოთხოვნები და ასოციაციის შესაძლებლობები ძალიან განსხვავდება.
მასალის გამოყენების პირობები