დღეს, 28 ივლისს, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი მსოფლიოს სამბოს ფედერაციის წარმომადგენელთან ანდრეი ბირიუკოვთან და სამბოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ ოლეგ იაძესთან ერთად თბილისის სპორტის სასახლეს დაათვალიერებს.
სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მსოფლიოს სამბოს ფედერაციის საერთაშორისო ღონისძიებათა განყოფილების წარმომადგენელი ანდრეი ბირიუკოვის თბილისში სტუმრობის მიზანი 7-11 ოქტომბერს ჭაბუკ და ახალგაზრდა სამბისტთა მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნის განსაზღვრითვის შესაბამისი ინფორმაციების შეკრებაა.
სპორტის სასახლეს მოინახულება სწორედ მსოფლიოს პირველობის ჩატარების მიზნით იგეგმება.
თბილისში მიღებულ შტაბეჭდილებებს 30 ივლისს ანდრეი ბირიუკოვი მოსკოვში მსოფლიოს სამბოს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომას გააცნობს.