საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან შემოსული თანხები მიზანმიმართულად ხარჯვის პრობლემაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მთავარი, რაც ხელისუფლებამ მოახერხა იყო ის, რომ ფული ჩაიდო განვითარებაში, რომლის საშუალებითაც საქართველოს მომავალი ბიუჯეტები შეივსება.
პრეზიდენტი მიესალმება იმ სახის კაპიტალდაბანდებას, როცა ფული იდება გზების მშენებლობაში და საკურორტე ინფრასრუქტურის მოწყობაში. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ფინანსთა სამინისტროში სტუმრობისას განაცხადა, სადაც მინისტრ კახა ბაინდურაშვილთან ერთად დეპარტამენტის ხელმძღვანელებიც იმყოფებოდნენ.
პრეზიდენტმა ისტორიული გამოცდილება გაიხსენა და განაცხადა, რომ იყო დრო, როცა მიუხედავად დასავლეთიდან შემოსული ფულადი დახმარებისა, ქვეყანაში სიღარიბის დონე მაინც იზრდებოდა.
"ამდენი დახმარება მოვიდა მსოფლიო ბანკიდან, რათა მომხდარიყო სიღარიბის შემცირება და ეს დახმარება დაიხარჯა გაზეთების გამოშვებაზე ხალხის აქეთ - იქეთ სიარულზე და რეალურად, იმავე წლებში, საქართველოში მიუხედავად ეკონომიკური ზრდისა, სიღარიბე მაინც იზრდებოდა და რამდენი ფული ასე გაქრა და ეს ეტაპი ასე გავიარეთ. მეორე საფრთხე, რაც იყო ის, რომ ჩვენ ეს ფული უბრალოდ შეგვეჭამა და ასე დაგვერიგებინა პოპულისტური მიზნით სოციალურ დახმარებებზე, შემწეობებზე და ა.შ. და მერე ისევ დავრჩენილიყავით ცარიელი და რომ მოგვადგებოდა საერთაშორისო ორგანიზაციები და გვეტყოდნენ, რომ დაგვიბრუნეთ ეს ფული. მთავარი რაც ჩვენ სწორად ვქენით, როგორი ზეწოლაც არ უნდა იყოს როგორი პოპულისტური გამონათქვამებიც არ უნდა იყოს პოლიტიკსოების მხრიდან ეს ფული უნდა ჩაიდოს იმ განვითარებაში, რომელიც საშუალებას მოგვცემს მერე შევავსოთ და ჩავანაცვლოთ უკვე საქართველოს და ჩვენი მომავლის თაობაში, თუმცა ზოგიერთი ვალი უფრო ადრე გადასახდელი იქნება და არ ავკიდოთ მათ ისეთი ვალები, რომლებიც რეალურად, ეკონომიკური თვალსაზრისით არ იქნება გარანტირებული", - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, ფული უნდა დაიხარჯოს იმისათვის, რომ საქართველო ექსპორტიორი გახდეს ისეთ სფეროებში, როგორიც ენერგეტიკა და სოფლის მეურნეობაა. პრეზიდენტის განცხადებით, მაშინ როცა "ნაციონალურმა მოძრაობამ" ხელისუფლება ჩაიბარა საქართველოში წყალსადენისა და კანალიზაციის სიტემებიც კი არ არსებობდა, თუმცა მისივე თქმით, ახლა ეს პრობლემები დაძლეულია. მისი თქმით, 2013 წელს ყველა ქალაქში იქნება წყალი, კარგი კომუნალური სისტემა, მრიცხველები, მუდმივი დენი. 80 პროცენტს საქართველოში ექნება გაზი. ყველა დასახლებულ პუნქტში იქნება კარგი გზა და იქნება კარგი სატნანსპორტო ინფრასტრუქტურა
"როცა ფული იდება გზებში, საკურორტე ინფრასრუქტურის მოწყობაში, რეალურად სახელმწიფო აპარატის ისეთ მოდერნიზაციაში, რომელიც თავისთავად ხელს უწყობს ეკონომიკას ე.ი. ფული იდება იმაში, რომ ფული შემოდის საქართველოში რათა გახდეს ექსპორტიიორი ქვეყანა ენერგეტიკაში, სოფლის მეურნეობაში და ყველა ამ დარგში. ჩვენ ჩავიბარეთ ქვეყანა, რომელსაც არ ჰქონდა თანამედროვე წყალსადენის და კანალიზაციის სისტემა. თბილისის ზოგიერთ რაიონებში დღემდე ასეა, რომ საღამოს 12 სათამდე წყალი არ მიდის და მოუწესრიგებელია ეს სისტემა და კიდევ უფრო უარესია ქუთაისი, სადაც სამ დღეში ერთხელ თუ მოვა წყალი და არის სოფლები, სადაც საერთოდ წყალი მოაქვთ მეზობელი სოფლებიდან და ეს ასე არის ათწლეულების განმავლობაში. ჩვენ ჩავიბარეთ ქვეყანა, სადაც არცერთ ქალაქში თბილისის გარდა არ იყო საერთოს წყალსადენის და კანალიზაციის სისტემა და მთელი ფეკალური მასები ჩადიოდა ზღვაში, ტბაში, მდინარეში. ამ ყველაფრის ამოტრიალება ეს არის მართლა ისტორიული ამოცანა. ის რომ რელაურად 2013 წელს ყველა ქალაქში იქნება წყალი მუდმივად ყველგან იქნება კარგი კომუნალური სისტემა, მრიცხველები, მუდმივი დენი. 80 პროცენტს საქართველოში ექნება გაზი. ყველა დასახლებულ პუნქტში იქნება კარგი გზა და იქნება კარგი სატნანსპორტო ინფრასტრუქტურა", - განაცხადა პრეზიდენტმა.