დღეს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ნალბანდოვმა მიიღო საქართველოში ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი (რეზიდენციით ქ. ერევანში) ვაჰიდ ელ-დინ ისმაილ გალალი.
შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს საერთაშორისო ორგანიზაციებში ურთიერთმხარდაჭერის საკითხი და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები.