ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩების ბილეთების გაყიდვა 30 ივლისის დილის 11:00 საათიდან, სპორტის სასახლის სალაროებში დაიწყება. გულშემატკივრებს საშუალება ექნებათ ერთბაშად შეიძინონ ოთხივე თბილისური მატჩის ბილეთი (2 აგვისტო: საქართველო - პოლონეთი, 11 აგვისტო: საქართველო - პორტუგალია, 20 აგვისტო: საქართველო - ბელგია, 29 აგვისტო: საქართველო - ბულგარეთი)
ბილეთის ფასი იქნება 5, 10 და 15 ლარი:
5-ლარიანი ბილეთები: მე-2 იარუსი (მე-4, მე-8, მე-12, მე-16 სექორები)
10-ლარიანი ბილეთები: მე-2 იარუსი (1, 2, 3, 5, 6, 7, 9, 10, 11, 13, 14, 15 სექტორები)
15-ლარიანი ბილეთები: პირველი იარუსი (5, 6, 7, 13, 15 სექტორები)
გაყალბების თავიდან ასაცილებლად ყველა ბილეთს დატანებული ექნება სპეციალური დამცავი ჰოლოგრამა, რომელსაც სპორტის სასახლის შესასვლელში სპეციალური დაცვა გააკონტროლებს.