საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა ფინანსთა მინისტრს დავალება მისცა რომ უახლოეს დღეებში შეკრიბოს ბიზნესმენები და საერთაშორისო საფინანსო ფონდებში საქართველოსთვის გამოყოფილი იაფი სესხების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს.
"ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი შავი ზღვის განვითარების ბანკის საბჭოს სხდომიდან ახლა ჩამოვიდა. აღნიშნულ ბანკს აქვს გამოყოფილი სერიოზული თანხები საქართველოსთვის, რომელსაც ქართველი ბიზნესმენები ვერ ან არ ითვისებენ. საქართველო შავი ზღვის განვითარების ბანკის დამფუძნებელია. ამის გათვალისწინებით კი ქართულ კომპანიებს სრული უფლება აქვთ სასესხო აპლიკაციებით ისარგებლონ და მიიღონ ეს იაფიანი სესხები", - განაცხადა პრემიერ მინისტრმა.
მისივე თქმით, ქართული ბიზნესისთვის სასესხო პორტფელი გაზარდეს სხვა საერთაშორისო ბანკებმაც. მაგალითაც IFC , რომელიც მსოფლიო ბანკის დაქვემდებარებული ორგანიზაციაა და კერძო სექტორზე მუშაობს. მათ გაზარდეს პორტფელი და არსებობს რეალური საშუალება რომ ბიზნესმა იაფი სესხით ისარგებლოს.
"კახა ბაინდურაშვილს მოვუწოდებ, რომ უახლოეს დღეებში კერძო სექტორის წარმომადგენლები შეკრიბოს და მიაწოდოს ინფორმაცია თუ რა საშუალებები აქვს დამატებითი რესურსების მოსაზიდად" - აღნიშნა გილაურმა.
მისივე თქმით, ოთხი საერთაშორისო ორგანიზაციაა ოპეკი, IFC აზიისა და შავი ზღვის განვითარების ბაკნები, რომლის საშუალებითაც ქართულ ბიზნესს დამატებითი თანხების მობილიზება შეუძლია.