საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში 16 ივლისს თანამშრომლების არყოფნის ფაქტი დაადასტურა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ვერა ქობალიამ განუცხადა იგი რამდენიმე დღის წინ მართლაც იმყოფებოდა თავისუფლების მოედანზე მდებარე ტურიზმის სინფორმაციო ცენტრში, სადაც მას მხოლოდ რამდენიმე თანამშრომელი დახვდა.
"ფაქტს ვადასტურებ. მისული ვიყავი ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში დღის მეორე ნახევარში, რომელიც დაკეტილი არ იყო, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე თანამშრომელი იმყოფებოდა, დანარჩენები კი წასულები დამხვდნენ. ამიტომ იმ ადამიანებს ვინც თვლიდნენ რომ იმ დროს სამსახურში აღარ უნდა ყოფილიყვნენ მოუწევთ ახალი სამსახურის მოძებნა" - აღნიშნა ქობალიამ.