თბილისის თითოეულ მოქალაქეს თავისი გამათბობლის ვარგისიანობის შემოწმების სურვილის შემთხვევაში დარეგისტრირება "ყაზტრანსგაზის" 11 საბაზო სადგურში შეეძლება. განცხადება ამის შესახებ თბილისის მერმა გიგი უგულავამ გააკეთა.
მისი თქმით, შემოწმების ხარჯებს მერია მთლიანად იღებს თავის თავზე. შემოწმების გავლის შემდეგ თიოეულ მოქალაქეს მიეცემა რეკომენდაცია თუ სად და ვის უნდა მიმართოს და პარამეტრები უნდა დაიცვას იმისათვის, რომ ესა თუ ის გამათბობელი უსაფრთხო იყოს.
ამას გარდა, უგულავა აცხადებს, რომ თბილისის მერიამ მოქალაქეებს ასევე უნდა აუხსნას თუ რომელი გამათბობლები არიან პოტენციურად რისკის შემცველი და საიდან მოდის ეს რისკი. "ამისათვის სპეციალური საგანმანათლებლო კამპანიის ჩატარებაა აუცილებელი", _ დასძენს მერი.
"როგორც წესი ეს არის ის გამათბობლები რომლებიც შიგნიდან იღებენ ჰაერს წვისთვის და მათი არასწარი დამონტაჯების შემთხვევაში ხდება ეს ფატალური შემთხვევები. როგორც წესი ეს არის იაფფასიანი გამათბობლები და ისინი აყენია იმ ოჯახებში რომლებსაც ყველაზე მეტად უჭირს და სწორედ ამის გამო მივიღეთ გადაწყვეტილება ამ გამოკვლევის უფასოდ ჩატარების შესახებ",_ აცხადებს გიგი უგულავა.
მერი ასევე აცხადებს, რომ ამა თუ იმ გამათბობლის ვარგისიანობა-უვარგისობის პრობლემა წარმოშვება ძირითადად არასწორი სარგებლობის და არასწორი დამონტაჟების შემთხვევაში.
""ყაზტრანსგაზს" რათქმაუნდა აქვს სტატისტიკა თუ რომელი გამათბობლები არიან უფრო მეტად რისკის შემცვლენი და რომელი უფრო ნაკლებად და ცხადია ჩვენ საზოგაოდებას ამ ინფორმაციასაც მივაწვდით, მაგრამ იმის გამო რომ ადამიანს უჭირს და ცდილობს რომ მინიმალური ხარჯები გაწიოს გამათბობელში, მას ვერ დაავალდებულებ, რომ მაინცდამაიც ძვირი გამათბობელი იყიდოს. ეს არის თავისუფალი არჩევანის საგანი, მაგრამ ამავდროულად მოქალაქეების მხრიდან გამათბობლის ვარგისიანობაზე ეჭვის გაჩენის შემთხვევაში ქალაქელებს უნდა ჰქონდეთ ეჭვის გადამოწმების საფუძველი",_ აცხადებს უგულავა.