ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს მადლობას უხდის გულითადი მასპინძლობისათვის. აღნიშნულ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ჯოზეფ ბაიდენმა დავით ბაქრაძეს გამოუგზავნა წერილი, რომელშიც ის მადლობას უხდის ქართულ მხარეს და პირადად დავით ბაქრაძეს გულითადი მასპინძლბისათვის. გარდა ამისა, პარლამენტის პრესსამსახუურის ინფორმაციით, ამავე წერილში აშშ-ს ვიცე პრეზიდენტი მიესალმება ქვეყანაში უკვე გატარებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, მათ შორის, ახალ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს. ასევე, ბაიდენი მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოს დემოკრატიული განვითარებისათვის დღის წესრიგში არსებულ რეფორმებს.