დღეს, 27 ივლისს, 13:30 საათზე სოფელ ვარდისუბანში ვისოლის გაზის სადისტრიბუციო კომპანიის წარმომადგენლები «სოფლის დახმარების სახელმწიფო პროგრამის» ფარგლებში თელავის რაიონში შესრულებულ სამუშაოებს მედიისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს გააცნობენ.
თელავის რაიონის სოფლების - აკურას, გულგულას, ხოდაშენის, ვარდისუბნისა და კურდღელაურის 5000-მდე ოჯახს საშუალება ექნებათ ბუნებრივი გაზით ისარგებლონ.
ღონისძიებას დაესწრებიან პარლამენტის ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი, პარლამენტარი გია არსენიშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელი ვასილ დავითაშვილი და პრეზიდენტის რწმუნებული კახეთის მხარეში გიორგი ღვინიაშვილი.
აღნიშნული პროექტის დახმარებით, მოსახლეობას, რომელთან ბუნებრივი გაზი ნაწილს 14 წელია, დანარჩენს კი არასოდეს ჰქონია, საშუალება აქვთ ეკონომიური გაზით ისარგებლონ. თუ აქამდე მოსახლეობას ყოველთვიურად გაზით მომარაგება 30-50 ლარი უჯდებოდა, მათი განცხადებით, ეს ხარჯი 5 ლარამდე შემცირდა.
მასალის გამოყენების პირობები