ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია სამინისტროს თანამშრომლების მუშაობით უკმაყოფილოა. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენისთვის" გახდა ცნობილი, მინისტრი 16 ივლისს თავისუფლების მოედანზე, საკრებულოს შენობაში განთავსებულ ტურიზმის საინფორმაციო ცენტრს ეწვია, თუმცა ცენტრში მხოლოდ დაცვის თანამშრომლები დახვდნენ და ცენტრი კი დაკეტილი.
მინისტრმა გაარკვია, რომ ცენტრის თანამშრომლები ბათუმში ჯაზფესტივალზე იყვნენ წასულნი და დაკეტილიც ამ მიზეზით იყო.
ჩვენი ინფორმაციით, მინისტრმა გადაწყვიტა ტურიზმის დეპარტამენტის ყველა თანამშრომლის დაეთხოვა თუმცა ჯერჯერობით ყველა თანამშრომელი დაკავებულ თანამდებობას იკავებს. დეპარტამენტის თანამშრომლებს, სავარაუდოდ, კონკურსის წესით შერჩეული თავმჯდომარე გაათავისუფლებს.
ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი 2009 წლის 27 ივლისს გახსნა.