დღეს, 27 ივლისს, 17:30 საათზე ბაზალეთის სასტუმრო კომპლექსში გაიმართება საერთაშორისო დაჯილდოების ცერემონიალი. ორგანიზატორი: Guardian International Certificate - საერთაშორისო კომპანია IsO 9001 ხარისხის სერთიფიცირების, კონსულტირებისა და მართვის მენეჯმენტში. GIC სათაო ოფისის (დიდი ბრიტანეთი) და კომპანიის სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგებლები ქართულ ბიზნეს-სექტორს გააცნობენ სიახლეებს ISO 9001 ხარისხის საერთაშორისო სერთიფიკატის შესახებ, თუ რა სტანდარტების დაცვაა საჭირო იმისთვის, რომ ამა თუ იმ კომპანიის პროდუქციამ მიიღოს აღნიშნული ხარისხის სერთიფიკატი. სემინარში ქართულ კომპანიებთან ერთად მონაწილებას ღებულობს მსოფლიოს 35 ქვეყანა.
ბრიტანული კომპანია იმედოვნებს, რომ მჭიდრო თანამშრომლობას დაამყარებს ქართულ კომპანიებთან და შესაბამისი კონსულტირებისა და სერთიფიცირების შემთხვევაში, ქართული პროდუქცია აბსოლუტურად დააკმაყოფილებს იმ საერთაშორისო სტანდარტებს, რომელიც დღეს მსოფლიო ბაზარზეა.