საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დანაშაულის ფაქტების შემცირებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ლოზუნგი "ნულოვანი ტოლერანტობა მცირე დანაშაულს" ამართლებს. მისი თქმით, დღეს ადამიანებს ქუჩაში და საზოგადოებრივ ადგილებში თავისუფლად სიარულის აღარ ეშინიათ, რაც შესაბამისი სტრუქტურების წარმატებული მუშაობის დამსახურებაა. ამის შესახებ პრეზიდენტმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.
პრეზიდენტის თქმით, სასჯელაღსრულების სამინისტრომ ციხეებში ჰუმანიზაციას აუცილებლად უნდა მიაღწიოს. "ის ვიცნ შეიძლება, რომ ავაცილოთ ციხეს არ უნდა იყოს ციხეში", - აღნიშნა სააკაშვილმა. პრეზიდენტის აზრით, ციხე არაფრის აღზრდის ინსტიტუტი არ არის. მისივე თქმით, ციხეების პოპულაცია გაიზარდა 4-ჯერ. რაც კარგი არ არის, მაგრამ სამაგიეროდ დანაშული ამდენჯერვე შემცირდა.
"ლოზუნგი "ნულოვანი ტოლერანტობა მცირე დანაშაულს" ეს ლოზუნგი ამართლებს, მართალია ზოგიერთ პოლიტიკოსს ეს არ მოსწონს, რომელთა კავშირი ქართულ და საერთაშორისო მაფიასთან უკვე დადასტურებულია. მაგრამ მეორე მთავრი ნაწილი, რომელზედაც ეს არის გათვლილი არის ქართული საზოგადოება და ის, რომ დედეს სათამაშოდ შვილებს მშვიდად უშვებენ გარეთ არის მნიშვნელოვანი, ის რომ შევგვიძლია, რომ მანქანას თავზე გისოსი არ ჩამოვაცვათ, ის რომ მშიდად ვიყოთ მაშინ, როცა საჯარო ღონისძიებაზე უშვებთ ოჯახის წევრს, ბაზრობებზე აღარ არის ძარცვა, ეს ყველაფერი იმიტომ კი არ არის, რომ ეს ხალხი გამოსწორდა, არამედ იმიტომ, რომ არსებობს თქვენი სამინისტრო, პროკურატურა, სასამართლო", - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, საქართველოში დანაშულის დონე რუსეთთან და უკრაინასთან შედარებით რამდენჯერმე დაბალია. პრეზიდენტის მტკიცებით, ბოლო გამოკველებით საქართველო ევროკავშირის მონაცემებით დანაშულის ყველაზე დაბალი დონეა. პრეზიდენტის აზრით, ეს მაჩვენებლები გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ ციხეებში პოპულაცია გაიზარდა.