საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ხელისუფლებამ აქცენტი ახალგაზრდებზე გააკეთა და შედეგად რამდენიმე მთავრობაში რამდენიმე მინისტრია, რომლის ასაკიც 30 წელს არ აღემატება. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, როგორც გამოცდილი ასევე ახალგაზრდული არასტერეოტიპული აზროვნების მქონე მოხელეებიც. ამის შესახებ პრეზიდენტმა სასჯელაღსრულების სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.
"ჩვენ აქცენტი ავიღეთ ახალგაზრდებზე, ხათუნა კალმახელიძე იყო 29 წლის, როდესაც მინისტრად დაინიშნა. მანამდე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მნიშვნელოვანი თანამდებობა ეკავა, ახალაია 26 წლის იყო, თბილისის მერი გიგი უგულავა დავნიშნე 29 წლის, რომელმაც არჩევნებზე დადასტურა თავის ლეგიტიმურობა. ჩვენ გვყავს მინისტრები, სადაც რამდენიმე 30 წელს ქვემოთ არის. ეს ნიშნავს, რომ მოდის ახლი თაობა პოლიტიკაში, რომელსაც ის არ აქვს, რაც ჩვენ გვქონდა, ისინი არც კომკვშირელები არსდროს ყოფილან, არც პიონერები არც ის ახსოვთ ვინ იყო ლენინი, რომლებიც მთლინად საქართველოს მომავალზე არიან მომართულები და სხვადასხვა სტეროტიპებით და დოქტრინებით არ არიან შებოჭილები. გვყავს ხალხი, რომელიც იღებებს მნიშვლოვვან გადაწყვეტილებას, რომელიც ეხება ათასობით ადამიანს", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტმა გამოცდილ და ასაკოვან კადრებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გამოცდილება, მათ შორის შეცდომების გამოცდილებაც ძალიან მნიშვნელოვანია. მანვე, ახალგაზრდა მინისტრებს მიმართა და განაცხადა, რომ როცა მათ გამოუცდელობაზე ვინმე ლაპარაკს დაიწყებს ეს ნიშნავს, რომ ამ ადამიანს ბოღმა ალაპარაკებთ.
"თუმცა არის ხალხი ვინც ჩემი ასაკისაა და უფრო დიდი, გამოცდილებაც ძალიან მნიშვნელოვანია. გილაური ჩემზე პატარაა, მაგრამ დიდი გამოცდილება აქვს, რამდენ სამინისტროშია ნამუშევარი. გამოცდილებც ძალიან ბერს ნიშნავს, მათ შორის შეცდომების გამოცდილებაც, მაგარმ გამოუცდელეობაშიც არის თავის ხიბლი. როდესაც წამოაგძახებენ თქვენს გამოუცდელობას, იცოდეთ ესენი არიან ბოღმინი ადამიანები. ყველას ყველაფერი ეძლევა თავის ნიჭის და დამსახურების საფუძველზე. თუ ვერ გაამართლეთ დაგემშვიდობებიან და იცით, რომ ჩემს მეგობრებს სახლემწიფო აპარატში რამდენიმეს დავემშვიდოებე და ზოგზე სისხლის სამართლის საქმეც აღიძრა. მეგობრობა მეგობრობაა, მაგრამ ჩვენი პრინციპები და ფასეულობები ყველაზე მთავრია", - განაცხადა სააკაშვილმა.