სასტუმროების ქსელმა "რჩეულმა" მახინჯაურში ახალი სასტუმრო გახსნა "რჩეულის" ბრენდის სასტუმრო დღეს აჭარის მთავრობის მეთაურმა ლევარ ვარშალომიძემ და კომპანიის დამფუძნებელმა ვახტანგ რჩეულიშვილმა გახსნეს.
სასტუმრო 12 ნომრიანია და მასში სასტუმრო ნომრების გარდა რესტორანი და გასართობი ცენტრები განტავსებული. სასტუმროს ნომრების ღირებულება 100-დან 200 ლარამდეა.
"რჩეული" სასტუმროების პირველი ქართული ქსელია, რომელიც რამოდენიმე სასტუმროს მართავს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.
კომპანიაში განმარტავენ, რომ "რჩეული" 2007 წელს დაარსდა და უმოკლეს დროში დაიმკვიდრა თავი, როგორც სწრაფად განვითარებადმა და წარმატებულმა კომპანიამ.
მენეჯმენტის ინფორმაციით, "რჩეულის" სამომავლო გეგმები მთლიანად საქართველოს რეგიონებში სასტუმროების მშენებლობასა და ტურიზმის ინფრასტრუქტურის განვითარებას ემსახურება.