იურისტები ზაქარია ქუცნაშვილი და ევა გოცირიძე საზოგადოებას სტრასბურგის სასამართლოში საჩივრის შეტანამდე მათი საჩივრების პერსპექტიულობის გაზომისათვის წინასწარი დასკვნების მომზადებას სთავაზობენ. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა, დღემდე ადვოკატები მოქალაქეებსა და კომპანიებს საჩივრების მომზადებას სთავაზობდნენ, როგორც დარღვეული უფლებების ან შელახული ინტერესების აღდგენის სამართლებრივ საშუალებას.
"სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნამდე ჩვენ საზოგადოებას ვთავაზობთ, წინასწარ დასკვნების გაკეთებას, თუ რამდენად აქვს აღნიშნულ სარჩელს პერსპექტივა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, დავის გაგრძელების შესახებ. მეორე ინიციატივა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ასევე კონსულტირებას ან წერილობით დასკვნებს გავცემთ სამართლებივი აქტების კონვენციასთან შესაბამისობის კუთხით", _ განაცხადა ქუცნაშვილმა.
მისივე თქმით, ზოგიერთი არაკეთილსინდისიერი იურისტი ხშირად სარგებლობს იმით, რომ მოქალაქე არ არის ინფორმირებული და საჩივრის უპერსპექტიულობის მიუხედავად, სრასბურგის სასამართლოში საჩივრის მომხადებაში 6,000 - მდე დოლარს იღებს. როგორც ქუცნაშვილმა აღნიშნა, მათი მომსახურეობა უფრო იაფი იქნება და დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მის ასოციაციას - კანონი "ხალხისთვის" მიმართონ.
აღნიშნული ინიციატივების ერთ-ერთი მთავარი ავტორი ევა გოცირიძეა, რომელიც უზენაეს სასამართლოს მრჩევლად 2004 წლიდან 2010 წლამდე მუშაობდა. იგი ამჟამად ცხოვრობს საფრაგნეთში, ქალაქ სტრასბურგში და არის ადამიანის უფლებათა ევროპული სამართლის სპეციალისტი.