თბილისის მერია გაზგამათბობლების მიზეზითა და ბუნებრივი აირით მოწამვლის ფაქტების მოხშირებით დედაქალაქისათვის პრევენციული ზომების შემუშავებას აპირებს. დღეს თბილისის მერმა გიგი უგულავამ სპეციალურ შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტს სასწრაფოდ სჭირდება ამ მიმართულებით სამუშაო გეგმა.
"მოწამვლის ფაქტები გახშირდა, მაგრამ ამაში უშუალოდ მუნიციპალიტეტი არ არის დამნაშავე", _ განაცხადა უგულავამ, თუმცა აღნიშნა, რომ დედაქალაქის მმართველობა პასუხისმგებლობას ვერ მოიცილებს.
თბილისის მერის ინიციატივით, გაზგამანაწილებელ კომპანია "ყაზტრანსგაზისა" და მერიის თანამშრომლებისაგან შეიქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც მოქალაქეების მოთხოვნებზე მოახდენს რეაგირებას და მათი პრობლემების გადასაჭრელად იმუშავებს.
"მე გთავაზობთ შემდეგ რამეს: "ყაზტრანსგაზი" თბილისის გამგეობები ერთიანად ვიქნებით ამ პროცესში ჩართული. ყველა მოქალაქეს ვისაც აქვს სურვილი, ეჭვი ეპარება რამდენად წესრიშია მისი სახლის გამათბობელი სისტემა მოვიდეს, დარეგისტრირდეს და ჩვენ უფასოდ, ამ ხარჯებს მერია აიღებს თავის თავზე და ჩვენ შევამოწმებთ ამ გამათბობელს",_ აცხადებს თბილისის მერი გიგი უგულავა.