დღეს, 26 ივლისს ევროკავშირში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება.
შეხვედრაზე უსაფრთხოების საგარეო საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკავშირის ვიცე-პრეზიდენტი ბარონესა ქეთრინ ეშტონი მოხსენებას წაიკითხავს.
წინასწარი ინფორმაციით, ეშტონი თავის მოხსენებაში საქართველოში ვიზიტსაც შეაჯამებს. ასევე, ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველო-ევროკავშირის შორის ასოცირების შესახებ მოლაპარაკების დაწყებასაც შეაფასებენ.